კომპანია ,,აგნეტი" წარმოადგენს მზარდ და სწრაფადგანვითარებად კომპანიას საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე. კერძოდ, მომხმარებელს სთავაზობს მაღალკალიფიციურ და ოპერატიულ მომსახურებას ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების, ასევე უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიმართულებით. კომპანიას საფუძველი ჩაეყარა 2016 წლის 25 მაისს. დაარსებიდან დღემდე განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის პროექტები. მან მოახერხა გამხდარიყო ისეთი მსხვილი ბიზნეს-კომპანიების პარტნიორი, როგორებიცაა: ელიტა ბურჯი, მაქრო ქონსტრაქშენი, თეგეტა მოტორსი, საბა ქონსტრაქშენი, შპს დამბა, კლუბი ბასიანი, აღსრულების ეროვნული ბიურო.
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და ადმინისტრაციული პერსონალით, რომელთა დახმარებით კომპანიამ შეძლო არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტის წარმატებით დასრულება. წარმატებული პროექტები თავის მხრივ უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას და ნდობას, რაც კომპანიის ერთ-ერთ უპირველეს ღირებულებას წარმოადგენს.